თავდასხმები განხორციელდება ბელორუსის და საქართველოს მთავრობებზეც - Anonymous

პუბლიკა

ჰაკერული ქსელი Anonymous ტვიტერზე წერს, რომ კიბერთავდასხმები განხორციელდება ბელორუსის და საქართველოს მთავრობებზეც.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება.

„ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Anonymous სხვადასხვა ტვიტერით ავრცელებს ინფორმაციას, მათ შორის ამ  მისამართითაც.