2 783 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 32 ადამიანი | კორონავირუსის 8 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით.