შოთა დიღმელაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

„სირცხვილიას” აქტივიტს შოთა დიღმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორამაციას სხვა აქტივისტები ავრცელებენ, რომლებიც სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ.

დიღმელაშვილი პოლიციამ 8 მარტს დააკავა. ვიდეოში ის ამბობს, რომ მას ჰქონდა ერთკაციანი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პროტესტის გამოსახატად მან ადმინისტრაციის შენობას კვერცხები დაუშინა.