„სირცხვილიას“ აქციაზე დაკავებული ბაჩი ვალიშვილი სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული „მთავარი არხის“ წამყვანი, ბაჩი ვალიშვილი სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.

7 მარტს აქციის „არა რუსეთს“ მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ:

  • გიორგი მჟავანაძე
  • ნოდარ რუხაძე
  • გიგა მაქარაშვილი
  • ზუკა ბერძენიშვილი
  • ლექსო სამხარაძე
  • ვალერი სამხარაძე
  • სანდრო სიმონოვი
  • ბაჩი ვალიშვილი
  • გური გოლიაძე

„სირცხვილიას“ ცნობით, აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.