თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
ტელევიზიის განცხადებით, „ფორმულას” რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, რომ ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა „ფორმულას” თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
„სტუმრის აგრესია იმ ფაქტის გაგებას მოჰყვა, რომ ჟურნალისტი „ფორმულაში” მუშაობდა. ნაცემია „ფორმულას” 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც“, – აცხადებს ტელეკომპანია.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა დამატებითი კომენტარის მისაღებად. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.