„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წახალისებულია არასათანადო რეაგირებებით - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმაურება დღეს, თბილისის ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს.

ტელეკომპანიის ცნობით, ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი პირი და დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, ცნობილია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – ამბობს კოალიცია.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ „ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.