ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიიდან ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს, რომ რუსული თერმობარული იარაღები NATO-მ უნდა გაანადგუროს.
„ისინი ბარბაროსული იარაღებია. სირცხვილია, რომ უბრალოდ ვუყურებთ მათ გამოყენებას. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, სანამ შიშს დავძლევთ? ძველი თაობის ცივი ომის დროინდელი მოლაპარაკე თავები ცდებიან, “- წერს ის.
უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ თერმობარული იარაღი, იგივე ვაკუუმის ბომბები რუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო პირებზე გამოიყენა. როგორც ცნობილია, ამ იარაღის გამოყენებას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს.
Russian thermobaric weapons should be destroyed by NATO. These are barbaric. Shame on us for just watching their use.
How many more people need to be killed, have their lungs exploded till we overcome our fear? The old generation talking head cold warriors are wrong https://t.co/6qLKS6g1GQ
— Adam Kinzinger (Slava Ukraini) 🇺🇸🇺🇦🇮🇱 (@AdamKinzinger) March 19, 2022