CNN ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ამბობს, რომ თვითმფრინავი Boeing-737, რომელშიც 133 მგზავრი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთში, გუანქსის რეგიონის მთებში ჩამოვარდა.
როგორც მედია იტყობინება, სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.