ახლა მიმდინარეობს ცხედრების ლვოვში გადასვენების პროცესი - საელჩო ქართველ მებრძოლებზე

პუბლიკა

საქართველოს საელჩო უკრაინაში დაღუპულ ქართველ მოხალისე მებრძოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.