COVID-19: რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება

პუბლიკა

28 მარტიდან უქმდება კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო:

უქმდება:

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს;

სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე;

უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

ასევე, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან;

შენარჩუნდება:

პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

აპრილის თვის განმავლობაში შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა.