უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს” ქობულეთში აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
როგორც facebook-ზე აქციის მონაწილე თორნიკე მამალაძე წერს, „ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნის გაპროტესტების და უკრაინის სოლიდარობის აქციის დროს „ალტ-ინფომ” კუნთმაგარი ბიჭები მოგვისია და ხელკეტებით გამეტებით გვცემეს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები”.
ვრცელდება ინფორმაცია 10-მდე დაკავებულების შესახებ. „პუბლიკა” ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.