„ჩვენ უნდა ვიყიდოთ ენერგორესურსები მეგობრებისგან და არა, მტრებისგან”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ეს ჩვენი უპირველესი მიზანია. ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან, ვინაიდან ფაქტობრივად ჩვენ ვაფინანსებთ ამ ომს…
ჩვენ ამას არამხოლოდ გარემოსდაცვითი, კლიმატის პერსპექტივიდან ვუყურებთ, არამედ მას უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც”, – განაცხადა მეცოლამ.
შოლცმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტა ევროპის ქვეყნებისთვის „გამკლავებადი” უნდა იყოს. შოლცის თქმით, ევროკავშირში რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის შესახებ გერმანიის პოზიცია არ შეცვლილა.