მეტეოროლოგიური მონაცემების მთავარი მიმწოდებლები რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ

პუბლიკა

დასავლეთისა და სხვადასხვა მთავრობების მეტეოროლოგიური მონაცემების მთავარმა მიმწოდებელმა გუშინ რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიაორგანიზაცია მიზეზად იარაღის ექსპერტების განცხადებას ასახელებს. მათი  თქმით, მეტეოროლოგიური მონაცემები, რომლებიც შეიცავს ქარის სიჩქარეს, მიმართულებას, ასევე, სინათლის სიძლიერეს, ნალექსა და სხვა ფაქტორებს, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკრაინაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების დაგეგმვაში.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ექსპლუატაციის ევროპულმა ორგანიზაციამ (EUMETSAT) Reuters-ს უთხრა, რომ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა მყისიერი გადაწყვეტილება, რუს მომხმარებლებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე, სპეციალურ საბჭოზე გუშინ მიიღეს – მათ თანამშრომლობა შეწყვიტეს რუსეთის უმაღლეს მეტეოროლოგიურ სააგენტოსთან.