რუსეთი ლატვიაში დაკავებული პრორუსი სამხედრო მიმომხილველის გათავისუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

რუსული მედიის ცნობით, რიგაში ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველი და ბლოგერი კირილ ფედოროვი დააკავეს. მას აქვს youtube არხი, რომელზეც ქვეყნდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინფორმაცია.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, არხზე თავს იყრიდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ის არც მალავდა თავის პრორუსულ განწყობას. ამის გამო, რუსული, სამთავრობო მედიის ცნობით, ფედოროვი მუქარის შემცველ გზავნილებს იღებდა და გეგმავდა ლატვიის დატოვებას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 17 მარტს ის ლატვიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დააკავეს.

ლატვიური მედიის ცნობით, ფედოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას ბრალად ედება სამხედრო დანაშაულის გამართლება და ეროვნული სიძულვილის გაღვივება.

ფედეროვის დაკავებას გამოეხმაურა მარია ზახაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი უსი ბლოგერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და მიაჩნიათ, რომ მისი დაკავება ადამიანის უფლებების დარღვევაა. მარია ზახაროვა ფედეროვს „დამოუკიდებელ“ ექსპერტს უწოდებს.

„რიგა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიტყვის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები მისთვის არაფერს ნიშნავს.“ – აღნიშნა ზახაროვმა.