პოლონეთის უსაფრთხოების სამსახური 45 რუსი დიპლომატის გაძევებას მოითხოვს

პუბლიკა

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა [ABW] იმ 45 რუსი დიპლომატის სია მოამზადა, რომლებიც, სამსახურის ცნობით, რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები იყვნენ. პოლონეთის უსაფრთხოების სამსახური ამ დიპლომატების გაძევებას მოითხოვს.

„რუსეთის მიერ პოლონეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ გატარებული პოლიტიკისა და უკრაინაში რუსული აგრესიის გათვალისწინებით, სააგენტოს ხელმძღვანელი მოითხოვს ამ პირების პოლონეთიდან გაძევებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ABW-მა პოლონეთის მთავრობას მიაწოდა მასალები, რომელთა თანახმად, ეს დიპლომატები და მათი თანამშრომლები, სავარაუდოდ, მიმართავდნენ სადაზვერვო ოპერაციებს პოლონეთის სტაბილურობის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.