7 გარდაცვლილი და 599 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 24 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 532 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 599  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 ადამიანი,  გამოჯანმრთელდა 3 846,  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.66%-ია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 36, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 43, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 556 საიდანაც, 739 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 380, აჭარაში – 56, იმერეთში – 152.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 198 პირი, მათ შორის, თბილისში – 113, აჭარაში – 24, იმერეთში – 31. 18 817 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.