ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს

პუბლიკა

ფინეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის განცხადებით, 28 მარტიდან ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას შეწყვეტს.

ჰელსინკი-პეტერბურგის ხაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის ერთ-ერთი ბოლო სარკინიგზო კავშირი იყო.

რუსეთის რკინიგზე ამ ფაქტს მოკლე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არიან.

როგორც Reuters წერს, ბოლო კვირების განმავლობაში მატარებელი რუსეთიდან ფინეთში მგზავრებით სავსე ბრუნდებოდა, რაც რუსეთსა და ევროკავშირს შორის საქნციების ფარგლებში ფრენების შეჩერებას უნდა უკავშირდებოდეს.

ფინეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა კერძო ავტომობილით კვლავ შესაძლებელია.

ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სარკინიგზო მიმოსვლის ამ დრომდე შენარჩუნების მიზეზი ის იყო, რომ რუსეთში მყოფ ფინეთის მოქალაქეებს უკან დაბრუნების საშუალება მისცემოდათ.