კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა და 6 გარდაცვლილი | 26 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 478 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 836 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 527, PCR ტესტით – 2 309.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,88%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 3,63%.