არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში, ქალაქ ირპინში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ირპენში მყოფი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაალ ლატარია ავრცელებს.

„პუბლიკამ“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საგარეო სამინისტროს მიმართა.

„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადეს უწყებაში.