„ნოვაია გაზეტა“ აჩერებს რუსეთში მუშაობას

პუბლიკა

რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს დამოუკიდებელი მედიასაშუალება „ნოვაია გაზეტა“, რომლის რედაქტორიც გასული წლის ნობელის პრემიის თანამფლობელი იყო. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გამოცემის მიერ დღეს, 28 მარტს გავრცელებულ მცირე განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, მათ მიმდინარე წელს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან, „როსკომნადზორისგან“, უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო.

„ამის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ გაზეთის გამოქვეყნებას ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ქაღალდზე – „უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციის“ დასრულებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ნოვაია გაზეტას“ ციტირებს რუსულ სამთავრობო გამოცემა TASS-ს, რომელიც ამბობს, რომ გაზეთისადმი გაცემული მეორე გაფრთხილების სავარაუდო მიზეზი იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად გამოცხადებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენიება შესაბამისი სახელდების გარეშე.