წინასწარი მონაცემებით, ბათუმისა და რუსთავის ოლქებში „ოცნებამ“ გაიმარჯვა - ცესკო

პუბლიკა

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით რუსთავის შუალედურ არჩევნებში 121-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმათა 90.61% მიიღო.

„მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე –  6.952%„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი –  2.429%

ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.

საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.