„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე დღეს პოლიციამ ბათუმში დააკავა. ის მალევე გაათავისუფლეს.
ცოტნე კობერიძის თქმით, მან ბათუმის ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ პრემიერს „ბიძინას მონა“ დაუძახა, რის გამოც ის დააკავეს.
„პრემიერი მოდიოდა, ამის შანსი რომ ამ ადამიანს დავლაპარაკებოდი, რომელიც ჩემს ქვეყანას მართავს და თავზე გვაზის ამდენი წელია, არ მქონია სხვა დროს. ამოვიღე მობილური, ძალიან მშვიდად ვიღებდი და ბიძინას მონათქო ვუთხარი კაცს, რომელიც ბატონოს ეძახის ბიძინას. ბატონი მარტო მონებს ჰყავთ..
შენ საცოდავოო [მითხრა]. დიდად არ გავყოლილვარ, იმიტომ რომ ვიცოდი დამაკავებდნენ და შარი აღარ ავტეხე… რომ გავიდნენ, შემდეგ პოლიცია მოვიდა, გადაამოწმა ჩემი საბუთები, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საკრებულოს წევრი ვარ, დაიძაბნენ… დამიბარეს ხვალ სასამართლოზე“, – თქვა კობერიძემ „TV პირველთან“.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს-ს იმის გასარკვევად, თუ რა მუხლით დააკავეს დღეს ცოტნე კობერიძე. შსს-ში განაცხადეს, რომ გაარკვედნენ, თუმცა „პუბლიკას“ პასუხი ჯერ არ მიუღია.