რუსეთი მოლდოვას სანქციებისთვის თავის ასარიდებლად ვერ გამოიყენებს - სანდუ

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ისინი არ მისცემენ რუსეთს საშუალებას, რომ მოლდოვის ტერიტორია რეექსპორტისთვის გამოიყენოს და გვერდი აუაროს სანქციებს.

სანდუს თქმით, მოლდოვა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ არ შეუერთდნენ სანქციებს, მაგრამ მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებასაც არ მისცემს.

„ვიცი, რომ ფართო დისკუსიაა სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთი მოლდოვის საბანკო სისტემას გამოიყენებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული პროდუქციის რეექსპორტს მოლდოვის გავლით“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მაია სანდუს თქმით, მოლდოვის ბანკები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან.