„ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ჩემი აზრით, ეს ომის დანაშაულია. ეს ადამიანი არის სასტიკი და რაც მოხდა ბუჩაში, აღმაშფოთებელია“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები და გაიმართოს ომის დანაშაულის სასამართლო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის შეირაღების მიწოდება, მათ სჭირდებათ ბრძოლის გაგრძელება. მე გავაგრძელებ სანქციების დაწესებას. დეტალებს გაგაცნობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე 410 მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს.
დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.