თუ ასეთი მოღვაწეობა გაგრძელდა, ვნახავთ მტკიცებულებებს - რადას წევრი დაზვერვის ინფორმაციაზე

პუბლიკა

,,თუ ასეთი მოღვაწეობა გაგრძელდება, ჩვენ დავინახავთ შესაბამის მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა”, – საქარველოსთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე ისაუბრ ,,TV პირველის” ეთერში რადას წევრმა ფიოდორ ვენისლავსკიმ ისაუბრა.

,,უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სრულად ვენდობი ინფორმაციას, რომელიც უკრაინის დაზვერვისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იქნა მოწოდებული. არ არის საფუძველი, რომ არ ვედნო, მაგრამ ის მტკიცებულები, რომელსაც თქვენ ითხოვთ, ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

თუ ასეთი მოღვაწეობა გაგრძელდება, ჩვენ დავინახავთ შესაბამის მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა”, – განაცხადა მან.

მასალაში გამოყენებულია ,,TV პირველის” თარგმანი.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.