ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი თქმით, 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ამის მიზეზად დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობა სახელდება.

„რუსეთის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და ცალკეული წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის, ვენის კონვენციის დარღვევა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ დარჩება გადამწყვეტი პასუხის გარეშე. დღეს მე პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს“ , – განაცხადა ბორელმა.