გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს

პუბლიკა

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა 5 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთი უნდა გაირიცხოს.

„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს პოზიცია ორგანოში, რომლის მიზანია, ადამიანის უფლებების პატივისცემას ხელი შეუწყოს”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს სანდოობას ზიანს აყენებს.