საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები უკანონოდ დააკავეს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ აძვთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები გიორგი ქუჯოშვილი უკანონოდ დააკავეს.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. არსებული ცნობით, უკანონოდ დაკავებული ცხინვალშია გადაყვანილი.