გთავაზობთ გარიგებას – მსოფლიო გვაძლევს საჭირო მხარდაჭერას, ჩვენ ვამარცხებთ პუტინს – კულება

პუბლიკა

„უკრაინა გთავაზობთ სამართლიან გარიგებას: მსოფლიო გვაძლევს ყველა საჭირო მხარდაჭერას; ჩვენ ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება twitter-ზე.

კულებამ მადლობა გადაუხადა „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენელ მინისტრებს მიწვევისთვის. მისი თქმით, განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების ახალ დონეზე გადაყვანის გზები.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების ახალ დონეზე გადაყვანის გზები. უკრაინა გთავაზობთ სამართლიან გარიგებას: მსოფლიო გვაძლევს ყველა საჭირო მხარდაჭერას; ჩვენ ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში“, – დაწერა კულებამ.

კულებას განცხადებით, NATO-ს მინისტრიალზე მტკიცედ გადაწყდა, რომ გადაიდგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად.