დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკის ხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრი სიბიჰა ავრცელებს.
შეხვედრის და ჯონსონის ვიზიტის შესახებ ჯერჯერობით მეტი დეტალი მედიაში არ გავრცელებულა.
საერთაშორისო მედია ვიზიტს „სიურპრიზს“, „მოულოდნელს“, და „დაუანონსებელს“ უწოდებს.
ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი ზელენსკის უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის ჩვენების მიზნით ხვდება, შეხვედრაზე კი უკრაინის მხარდაჭერას, სამხედრო და ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს განიხილავენ.
მოგვიანებით ჯონსონთან შეხვედრის ფოტოსურათები გაავრცელა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. ის მიესალმა ბრიტანეთის პრემიერს უკრაინაში და აღნიშნა, რომ ჯონსონი არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, რუსეთზე ზეწოლის და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ლიდერი.