უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ნობით, ბუჩაში მოკულია 360 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან, მინიმუმ, 10 ბავშვია.
ამის შესახებ დენისოვა სოციალურ ქსელში წერს.
„ქალაქ ბუჩაში, იაბლუნსკაიას ქუჩაზე, რაშისტმა ნამდვილი წამების პალატა შექმნეს. გადარჩენილთა თქმით, აქ კადიროველების შტაბი იყო. ისინი ადამიანებს ხვრეტდნენ, თვალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს ჭრიდნენ, აწამებდნენ არა მხოლოდ მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც.
ქალაქის მთავრობის ცნობით, ამჟამად ბუჩაში 360 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის, მინიმუმ, 10 ბავშვია“, – აცხადებს დენისოვა.
დენისოვას ინფორმაციით, ოკუპანტები განაგრძობენ მარიუპოლში „მოძრავი კრემატორიუმებით“ ქუჩების დაღუპულთაგან წმენდას;
მისივე ცნობით, 132 დახვრეტილი ადამიანი იპოვეს კიევის ოლქის სოფელ მაკაროვის მიმდებარედ.
ომბუდსმენი წერს, რომ გოსტომელიდან ირპენის მიმართულებით მიმავალ გზაზე, ტყეში მანქანაში ჩაცხრილული ოჯახი იპოვეს.
უკრაინის სახალხო დამცველი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეაფასონ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულები.
მისი ცნობით, რუსეთის არმიის ქმედებები განიმარტება როგორც გენოციდი.