სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ბიზნესლიდერებმა და ბანკებმა უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის 10.1 მილიარდი ევრო შეაგროვეს.
BBC-ის ცნობით, ღონისძიება სახელწოდებით „Stand Up For Ukraine“ ევროკომისიის, კანადის და საერთაშორისო ადვოკატირების ორგანიზაცია „Global Citizen-ის“ მიერ იყო ორგანიზებული და მას ვარშავაში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უმასპინძლა. ვონ დერ ლეიენის ცნობით, ევროკომისიამ დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოყო.
შეგოვრებული თანხიდან 400 მლნ ევრო გადაეცემა უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომელთაც უკრაინიდან გამოქცეული თავშესაფრის მაძიებლები შეიფარეს, ხოლო 600 მილიონი ევრო გადაეცემა უკრაინის მთავრობას და UN-ს.
ღონისძიებაზე მოუსმინეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისაც, რომელმაც მოითხოვა რუსეთის ყველა ბანკის მიმართ სანქციების პაკეტის შემოღება და რუსული ნავთობის გაყიდვის აკრძალვა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა 16 წლის უკრაინელი გოგო ალინა ბილაი, რომელმაც ევროპულ ქვეყნებს რუსული ენერგიის ყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ომის დაწყებიდან კრემლში 35 მილიარდი ევრო შევიდა.