უკრაინაში ომის დაწყებიდან 177 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

პუბლიკა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შედეგად 177 ბავშვი დაიღუპა და 336-ზე მეტი დაშავდა. მათგან ყველაზე მეტი, 108 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა. კიევის ოლქში კი 93-მა ბავშვმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 1 766 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია 2 383.