სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროვებას ითხოვენ. ორგანიზაციები ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ.

„2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა სთხოვეს. უახლოეს პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას კითხვარს გადასცემს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია, მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, მსგავსი კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ეთავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება (იხ. შეფასების დოკუმენტი https://bit.ly/3LUEYyh).

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს.“,  – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  3. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  5. საქართველოს ჟურნალისტთა ქარტია
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. უფლებები საქართველო
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  9. ღია სივრცე კავკასია
  10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. კავშირი საფარი
  13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  15. პრევენცია პროგრესისთვის
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი