მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება - სატრანსპორტო კომპანია

პუბლიკა

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

„მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.