„50-ე დღეა რაც ვიბრძვით, 50 დღე გავიდა რუსეთის შემოჭრიდან, თუმცა ოკუპანტებმა მაქსიმუმ ხუთი დღე მოგვცეს. ასე „გვიცნობენ“, ასე „მეგობრობენ რეალობასთან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ომი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს არ დაუწყია და, რომ რუსული ჯარები 2014 წელს შეიჭრნენ უკრაინაში, დაიპყრეს ყირიმი და ის ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს.
„მათ შავი და აზოვის ზღვები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზღვებად აქციეს. მათ დაიწყეს საშინელი, უსაზღვროდ ცინიკური ომი ჩვენს დონბასში. რვა წელია კლავენ ჩვენს ხალხს. ამ დროის განმავლობაში 14 ათასი ადამიანი დაიღუპა“, – თქვა მან.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებს არ სჯეროდათ, რომ უკრაინა გადარჩებოდა და უკრაინელებს ურჩევდნენ, რომ დანებებოდნენ ტირანიას. ზელენსკის თქმით, მსოფლიო ლიდერებმა არ იცოდნენ, თუ რაოდენ მამაცები არიან უკრაინელები და როგორ აფასებს უკრაინელი ხალხი თავისუფლებას.
„და არა იმ ხალხივით, ვისი არმიაც ცხოვრებაში პირველად ხედავს ტუალეტებს..და იპარავს თუნდაც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ტექნიკას“, – თქვა მან.