აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად აქტივისტმა გაავრცელა და უწყებამ „პუბლიკასაც“ დაუდასტურა.

გუშინ, ზუკა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში ხელისუფლების კრიტიკის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. აქტივისტი წერს, რომ სუსში დაბარებაც ამ სტატუსს მოჰყვა.


ორი დღის წინ სუსთან გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე. როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვაზე დაიბარეს 2021 წელს დაწერილი სტატუსის გამო.