ლვივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია - CNN

პუბლიკა

ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, და რვა დაშავდა ამ დილით ქალაქ ლვივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს,  ლვივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიტსკის განცხადებაზე დაყრდნობით.

დღეს, 18 აპრილს, გამთენიისას, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დასავლეთში ქალაქი ლვივი დაბომბა.