ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ ახალი ამბების ჟურნალიტის ვაკანსიას აცხადებს.
თვალი გადაავლეთ ჩვენი ვაკანსიის აღწერას. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ „პუბლიკის“ ფეისბუქგვერდზე.
მოვალეობა:
ვებგვერდ publika.ge-ისთვის ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.
მოთხოვნა:
– გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში;
– ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
– მულტიმედია უნარები – ფოტო/ვიდეოგადაღება/მონტაჟი;
– ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
ახალი ამბების რეპორტიორისთვის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი. ასევე – შეთანხმებით განსაზღვრული მორიგეობები.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
– კანდიდატის რეზიუმე (CV);
– სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 150 სიტყვისა);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი, 18:00 საათი;
განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: info@publika.ge;
განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – რეპორტიორი!