ნიდერლანდები უკრაინას იარაღით დაეხმარება

პუბლიკა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს თქმით, მისი ქვეყანა უკრაინას კიდევ დაეხმარება იარაღით, მათ შორის, მძიმე შეიარაღებით.

„ნიდერლანდები უკრაინაში მძიმე ტექნიკას, მათ შორის, ჯავშანტექნიკას გაგზავნის. მოკავშირეების მსგავსად განვიხილავთ დამატებითი მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობას“, – წერს რუტე.

დასავლურ მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების მიწოდებულ შეიარაღებაში იქნება გერმანული წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. უკრაინა, სავარაუდოდ, Panzerhaubitze 2000-ის ტიპის არტილერიას მიიღებს, რაც რუსეთთან ომის ახალ ფაზაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

გერმანული Panzerhaubitze 2000-ის გადაცემის შესაძლებლობაზე შეკითხვა დაუსვეს დღეს ანნალენა ბერბოკსაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თუკი მისი მოკავშირეები უკრაინას დაეხმარებიან ისეთი არტილერიით, რომლის მიწოდებაც თავად აღარ შეუძლიათ, გერმანია დახმარების სახით უზრუნველყოფს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამ ტექნიკის გამოყენება შეისწავლონ.