აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აუკრძალავს რუსეთთან აფილირებულ გემებს მის პორტებში შესვლას, რათა მოსკოვზე გაიზარდოს ეკონომიკური წნეხი.
„ვერც ერთი გემი, რომელიც ცურავს რუსეთის დროშის ქვეშ, ან რომელსაც ფლობს რუსეთი, რომელიც ოპერირებს რუსული ინტერესებისთვის, ვერ შემოვა შეერთებული შტატების კუთვნილ პორტებში და არ ექნება წვდომა ჩვენს სანაპიროებზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ბაიდენის თქმით, ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი, რომელსაც აშშ თავის მოკავშირეებთან – კანადასა და ევროპასთან ერთად დგამს, რომ ჩამოაშორონ რუსეთი საერთაშორისო ეკონომიკიდან მიღებულ იმ ბენეფიტებს, რომლითაც ის წარსულში სარგებლობდა.