უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ მას არ ესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ამ საკითხს მტკივნეულად აღიქვამს.
„მჯერა, რომ უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან ერთ-ერთი უახლოესი სწორედ ქართველი ხალხია. პირველი რევოლუციის შემდეგ ჩვენ მათგან დიდი მხარდაჭერა ვნახეთ. თქვენი ხელისუფლების ლიდერთა ახლანდელი პოზიციის ნამდვილად არ მესმის. ამას ვერ ვხვდები და სწორედ ამიტომ, ამ საკითხს ასე მტკივნეულად აღვიქვამ. ვფიქრობ, რომ რაზეც ისინი მიდიან, ამად ნამდვილად არ ღირს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, არ ესმის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ფიქრობს, რომ „გვერდით დარჩენა არ ღირს“.
„მე ვერ გავიგე [თქვენი ლიდერების] საქციელი,” – თქვა მან ქართველი რეპორტიორის კითხვის პასუხად. მან თქვა, რომ გვერდით დარჩენა „არ ღირს“ და მოუწოდა საქართველოს გამოაცხადოს გარკვეული სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, – იუწყება foxnews.
„მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. რომელი ეკონომიკა? მე მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, – განაცხადა მან.