რუსეთმა იზიუმთან ბატალიონის 22 ტაქტიკურ ჯგუფს მოუყარა თავი - ბრიტანეთის დაზვერვა

პუბლიკა

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური უკრაინაში მიმდინარე ომზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იზიუმთან ბატალიონის 22 ტაქტიკურ ჯგუფს მოუყარა თავი და დონბასზე შეტევას ჩრდილოეთ მიმართულებიდან ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ძალების წინააღმდეგობის გარღვევა და უპირატესობის ხელში ჩაგდება უჭირთ, როგორც ჩანს, რუსეთი კვლავ ცდილობს, რომ იზიუმიდან წინ წაიწიოს და ხელში ჩაიგდოს სლავიანსკი და კრამატორსკი“, – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

უწყების განცხადებით, რუსული ძალების ბოლო აქტივობები მიანიშნებს, რომ მოსკოვში კვლავ სურთ, სცადონ დონბასში მყოფი უკრაინული სამხედრო ძალების ალყაში მოქცევა.