რუსი სამხედროები „აზოვსტალში“ შეიჭრნენ - „უკრაინსკაია პრავდა“

პუბლიკა

მარიუპოლში, „აზოვსტალზე“ შტურმის დაწყებიდან მეორე დღეს რუსი სამხედროები შეიჭრნენ ქარხანაში, რომელსაც მანამდე ბომბავდნენ. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელ მებრძოლებთან ამჟამად კავშირი ვერ მყარდება. რუსებმა შტურმი „აზოვსტალიდან“ მოქალაქეთა ნაწილის ევაკუციისთანავე დაიწყეს. ქარხნის ქვეშ არსებულ ბუნკერებში რჩებიან სამხედროები და მშვიდობიან მოქალაქეთა ნაწილი.