ჯო ბაიდენი უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს - ფსაკი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს“ ხელს 9 მაისს მოაწერს. ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.

ლენდ-ლიზის დამტკიცებით, თეთრ სახლს საშუალება მიეცემა გვერდი აუაროს ბიუროკრატიული სირთულეებს და გაამარტივოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. სავარაუდოა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება ამერიკული მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ლენდ-ლიზის აქტი შეერთებულმა შტატებმა აქამდე მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. მაშინ აშშ-მა მათთვის, ვინც ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა, მსხვილი დახმარება გამოყო. დახმარების ბენეფიციარი იყო საბჭოთა კავშირიც.