18 მაისს თბილისში მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება

პუბლიკა

18 მაისს, 19:00-ზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა მელიას დაპატიმრების გასაპროტესტებლად, მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. აქციის ორგანიზატორები ქართული ტელევიზიები არიან.

„16 მაისს, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.

დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.

კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.