აშშ-მა ზახაროვასა და კრემლთან დაახლოებულ სხვა პირებს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვასა და სხვა კრემლთან დაახლოებული პირებს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტმა გაავრცელა.

მედიის ცნობით, ახალი სანქციები დაუწესდა კრემლთან დაკავშირებულ იახტების საბროკერო კომპანია და პუტინთან დაახლოებული პირები. დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სიაში არის მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც.


დღეს, 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირმაც დაუწესა.

პაკეტის თანახმად, სანქციები რუსულ ნავთობს ნაწილობრივ შეეხება და რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank საერთაშორისო პლატფორმა SWIFT-იდან გაითიშება.