სერბეთში ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, მას სამმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

პუბლიკა

სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.

ბულგარეთმა ჩრდილო მაკედონიასა და მონტენეგროსთან ერთად აუკრძალა ფრენა რუსულ თვითმფრინავებს.

სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სანქციებს. ევროპის მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, სერბეთი დიდწილად დამოკიდებულია რუსულ გაზზე. სერგეი ლავროვს ბელგრადში მოლაპარაკებები პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან 6-7 ივნისს უნდა გაემართა.