„ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს გამარჯვებასთან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„მე მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვააახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან. მადლობა ურსულა ვან დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეულ წევრს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი განისაზღვრა პირობები, რომელთა შესრულებაც იქნება შესაძლებლობა, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.