გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად - მიშელი EU-ის სახელმწიფოებს

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იწვევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

„ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. გიწვევთ [ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს] უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით“, – წერს მიშელი.